2020-09-18 17:15:16, 3741 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები დისტანციურად მუშაობდნენ და უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.
"საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამუშაო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი კი ონლაინ რეჟიმში 28 სექტემბრიდან დაიწყება. კოვიდინფიცირებულებს თანამშრომლებთან და სტუდენტებთან შეხება არ ჰქონიათ. ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს", - წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან