2020-09-16 20:48:22, 15519 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, ოკუპირებული რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 160 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, საიდანაც 30 დადებითი პასუხი იყო.
ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 69 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა, 20-ის კი, საშუალო სიმძიმის.
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 756-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 198 შეადგენს.
კორონავირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,