2020-09-16 11:29:55, 1560 ნახვა
ომი უკრაინაში
აზერბაიჯანში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 38 517-ს შეადგენს.
გასული დღე-ღამეში აზერბაიჯანში კოვიდ19-ით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 566-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში ვირუსისგან სულ 35 998 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან