2020-09-15 10:05:36, 14738 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 31 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირდა 31 056 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 340 პაციენტი.
ამის შესახებ მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
აშშ-ში კორონავირუსის სულ 6 მილიონ 550 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, 194 441 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, აშშ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით პირველ ადგილზეა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან