2020-09-11 11:34:48, 15141 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 45 505 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც გარდაცვლილთა რიცხვი 909-ს აღწევს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, სომხეთში Covid-19 41 434-მა ადამიანმა დაამარცხა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,