|
2020-09-09 11:07:13, 14888 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 44 შემთხვევიდან 7 „დონას“ კლასტერია, სამი მედპერსონალი, სამის ინფიცირების წყარო უცნობია
კორონავირუსის 44 შემთხვევიდან 7 „დონას“ კლასტერია, სამი მედპერსონალი, სამის ინფიცირების წყარო უცნობია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან 12 ბათუმს უკავშირდება, 12 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორს ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო ხუთი შემოტანილი შემთხვევაა. „გუშინ ქვეყანაში გახლდათ 1729 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 44 შემთხვევა და არის 1773. 44 ახალი შემთხვევა ასეთი განაწილებით გახლავთ: 7 არის „დონასთან“ დაკავშირებული შემთხვევა, 12 არის ქალაქ ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევები, 12 არის დადასტურებული შემთხვევასთან კონტაქტია, ორი გახლავთ ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირი, ხუთი გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, სამი გახლავთ სამედიცინო პერსონალი და სამ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკვლევა კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 421 პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)