09:41 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 15:25:28, 8677 ნახვა

ომი უკრაინაში
15 სექტემბრიდან, საქართველოში შემოსულ ყველა უცხოელს PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევს

15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი, მათ შორის, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი ვალდებულება და ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, მათ გაუჩნდებათ ვალდებულება, თან იქონიონ 72 საათიანი Pჩღ ტესტი, -  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს აუცილებელია, მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობის დასაცავად და იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად მოხდეს ვირუსის გავრცელების მართვა.

„ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად, დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეების და მათ შორის, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა და უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს ეხება ნაცვალგების პრინციპით, იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ. მათ დაუწესდებათ მოთხოვნა ჩვენი მხრიდან, მხოლოდ 15 სექტემბრიდან, რადგან ადამიანებს, რომლებსაც უკვე ბილეთი აქვთ შეძენილი და მოემგზავრებიან საქართველოში, მათ რომ არ შევუქმნათ დამატებითი დისკომფორტი", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics