01:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 14:27:33, 17141 ნახვა

ომი უკრაინაში
მაღაზიათა ქსელ „ნავნეს“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მაღაზიათა ქსელ „ნავნეს“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ განცხადებას მაღაზიის ადმინისტრაცია facebook-ზე ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ინფიცირებული თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა. 

„გუშინ ღამით ჩვენი საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვენი თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფება. ამ დროისათვის მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, ნავნე გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის.

„ნავნეს“ არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics