09:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 11:56:56, 15741 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ აივ/შიდსით და COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება განაახლა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ორ კორპუსში აივ/შიდსითა და „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება განახლდა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით, 3 კვირაში ფუნქციონირება განახლებულ ბოქსირებულ განყოფილებაშიც დაიწყება.

„ჩვენთან, როგორც იცით, ინფრასტრუქტურის გამართვის თვალსაზრისით სამუშაოები მიმდინარეობდა და მოგახსენეთ, რომ ეტაპობრივად დავიწყებდით პაციენტების მიღებას. გუშინ უკვე, დღის მეორე ნახევარში ორ კორპუსში აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და ერთ კორპუსში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება განვაახლეთ. ჩვენი ძირითადი ბაზა „კოვიდ 19“-ისთვის ბოქსირებული განყოფილება გახლავთ, მაგრამ ბოქსირებულ განყოფილებაში ჯერ ინტენსიურად მიდის სამუშაოები და იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ სამ კვირაში მიწოდების ყველა სერვისი გაიმართება და ბოქსირებული განყოფილებაც გააგრძელებს „კოვიდ-19“- ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics