20:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 11:33:24, 16694 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან, 1 სამედიცინო პერსონალია, 3 შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან, 1 სამედიცინო პერსონალია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის კონტაქტების კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს წყაროს დადგენის მიზნით.

„დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად არის 1394 დადასტურებული შემთხვევა. ეს 9 შემთხვევა ასეთი განაწილებით გახლავთ, 4 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის შემოტანილი შემთხვევა და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით, რომ დადგინდეს წყარო“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობას 245 პაციენტი აგრძელებს, საიდანაც 5-ის მდგომარეობა კრიტიკული, ხოლო 23-ის კი მძიმეა.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 4-ით გაიზარდა და გახდა 1132. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი უცვლელია და არის 81%. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღევანდელი მაჩვენებლებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 245 პაციენტი. კვლავ გვრჩება კრიტიკულად რჩება 5 პაციენტი და მძიმე პაციენტი გვყავს 23 და ეს პაციენტები კოვიდცენტრების რეანიმაციისა და ინტესიური თერაპიის განყოფილებებში შესაბამისად აგრძელებენ მკურნალობას. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმეტესად საშუალო სიმძიმის, შედარებით მცირე რაოდენობის პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია და ძალიან მცირე ნაწილი არის უსიმპტომო.

ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გუშინ გვყავდა 32 დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ 1 გამოჯანმრთელდა, ახალი პაციენტი არ მიგვიღია და დღევანდელი მონაცემებით 31 პაციენტი მკურნალობს ჩვენს ცენტრში. ჩვენი მონაცემები არ შეცვლილა, გვყავს 1 კრიტიკულად მძიმე და 2 მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics