|
2020-08-12 10:26:18, 3348 ნახვა
ომი უკრაინაში
ენტონი ფაუჩი - მეეჭვება, რომ რუსეთმა COVID19-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცა
აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, მას ეეჭვება, რომ რუსეთმა COVID-19-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ინფექციონისტმა ABC News-სთან განაცხადა. ფაუჩი აღნიშნავს, რომ რუსული ვაქცინის ადამიანებზე ჩატარებული ცდების მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია. „იმედი მაქვს, რომ რუსეთმა დაამტკიცა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა. მე სერიოზულად მეეჭვება, რომ ეს გაეკეთებინათ. ვაქცინის ქონა და იმის მტკიცება, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, ორი განსხვავებული რამეა", - განაცხადა ფაუჩიმ. მან დასძინა, რომ თუ გვსურს, დავაზარალოთ მრავალი ადამიანი ან მივცეთ მათ ის, რაც არ მუშაობს, ამის გაკეთება, იცით, რომ მომავალ კვირასვე შეუძლიათ, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)