16:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 11:08:45, 11620 ნახვა

ომი უკრაინაში
კოვიდ19-ის 14 ახალი შემთხვევიდან ორი გაჩიანიდანაა, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო სამი შემოტანილი შემთხვევაა

კოვიდ19-ის 14 ახალი შემთხვევიდან ორი გაჩიანიდანაა, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო სამი შემოტანილი შემთხვევაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მანვე ისაუბრა ბოლო 24 საათში 44 გამოჯანმრთელებულ პაციენტზე და აღნიშნა, რომ მათი უმრავლესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროებია.

„დაგვემატა 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან ორი არის გაჩიანიდან, 9 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და სამი შემოტანილი შემთხვევაა. ამ სამიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

გამოჯანმრთელდა 44 პირი. აქედან უმეტესი, ნახევარზე მეტი გახლავთ ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები. დადასტურებულისა და გამოჯანმრთელებულების შეჯერებით დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 194 პაციენტი. აქედან 8 არის კრიტიკული, 14 არის მძიმე მიმდინარეობით პაციენტები. დანარჩენი პაციენტების 80% საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics