16:38 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 11:30:11, 18813 ნახვა

ომი უკრაინაში
გახარია - შტაბი მზადაა, გარდაბანში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საკარანტინე ზომები სწრაფად გაამკაცროს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საკოორდინაციო შტაბს მიღებული აქვს დავალება, რომ გარდაბანში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში სწრაფად მოახერხონ საკარანტინე ზომების გამკაცრება.

გახარიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვფლობთ სიტუაციას და კონტროლდება გავრცელების საკითხი მაინც უაღრესი ყურადღება გვმართებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ფიქსირდება ვირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა. რაც არის საყურადღებო და მიუხედავად იმისა, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ გავრცელების საკითხს, უაღრესი ყურადღება გვმართებს. გავრცელება კონცენტრირდება გარდაბნის რამდენიმე სოფელში.

შტაბს აქვს მიღებული დავალება, იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის გამწვავების პირობებში, ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახერხოთ საკარანტინე ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე.

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსის სწრაფი მართვა და ეკონომიკის ამუშავება არის ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხი“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics