13:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 11:00:14, 12263 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 4 ახალი პაციენტია მოთავსებული, მათი მდგომარება საშუალოზე მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 4 ახალი პაციენტია მოთავსებული და მათი მდგომარება საშუალოზე მძიმეა.

როგორც მან აღნიშნა, ორი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„ჩვენთან 40 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. გუშინ დღე-ღამის განმავლობაში, ჩვენთან შემოვიდა 4 ახალი შემთხვევა. ერთი გახლავთ საბურთალოს შემთხვევა და სამი არის შემოტანილი შემთხვევები. 2 არის სომხეთიდან შემოტანილი, ხოლო 1 შემთხვევა არის ტრანზიტი ერევანის რეისის, 1 შემთხვევა არის მოსკოვის, ლარსის საზღვარზე. შემოსული პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. ჩვენ არსებულ პაციენტებში გვყავდა 2 მძიმე ავადმყოფი და აქედან ერთის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესდა და როგორც საშუალო სიმძიმის ისე განიხილება და ერთი ჯერჯერობით, კვლავ მძიმე, თუმცა გაუმჯობესებულია. ის, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა პროგრესირებას არ დაექვემდებარება, არ შეიძლება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics