14:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-14 13:20:06, 15345 ნახვა

ომი უკრაინაში
ცერცვაძე კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებზე - მიმაჩნია, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა და ეს პირველი ტალღის ნარჩენებია

მიმაჩნია, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებთან დაკავშირებით „კურიერს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ხელახლა შემოღების თეორიული შანსი კვლავ არსებობს.

„განგაშის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ საფუძველი არსებობს იმისი, რომ არ გადავაჭარბოთ, ვთქვათ, ჩვენი თავისუფლებებით. ჯერ კორონავირუსი არსად არ წასულა. ის კვლავ აქ არის. ლაპარაკი არის ეს პირველი ტალღაა თუ მეორე ტალღაა და ეს უსაგნო ლაპარაკია. მე მიმაჩნია, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა და ეს პირველი ტალღის ნარჩენებია. საგანგებო მდგომარეობის შემოღების თეორიული შანსი არის, ბევრმა ქვეყანამ ახლა შემოიღო საგანგებო მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამის საჭიროება არ იქნება. ამის საჭიროება გაჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა იქნება შემთხვევების დრამატული მატება, როგორიც ჩვენს სამეზობლოშია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics