05:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-30 11:06:37, 14565 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის წყაროა, დანარჩენი კი თბილისის

საქართველოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო ბოლნისს უკავშირდება, ცხრა კი,  უკვე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდებობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა, იყო 746 და ახლა არის 757 დადასტურებული შემთხვევა. ასევე 24-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 576-დან 600-მდე.  ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 145 პაციენტი მკურნალობს

„11 დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის ბოლნისის ცნობილი წყარო, დანარჩენი ცხრა არის უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულები, ყველა ცნობილია. გრძელდება კვლევა თუ არსებობს ამ წყაროში კიდევ ინფიცირებულები. ახალი კლასტერი არ არის, ცნობილი წყაროა. დადასტურებული პაციენტების კვლევა გრძელდება. კონტაქტირებულების კვლევა ტარდება კონტაქტის პირველი დღიდან დაახლოებით 14 დღის განმავლობაში. დაავადების გამოვლენის პერიოდი არის ერთიდან 14 დღემდე. ეს პაციენტები გამოკვლეული იყვნენ მე-13, მე-14 დღეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ ისინი ბინაზე, იზოლაციაში იმყოფებოდნენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics