2020-05-28 10:47:08, 10842 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - სამი ახალი ინფიცირებულიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლი, ხოლო 2 ინფიცირებულ პირთან კონტაქტებია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამი ახალი ინფიცირებულიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო 2 ინფიცირებულ პირთან კონტაქტებია.
მისი თქმით, ინფიცირებული პაციენტების 78% გამოჯანმრთელდა.
„ამ ეტაპზე კოვიდის ცენტრებში მკურნალობს 153 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობას. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლი, ხოლო დანარჩენი 2 უკვე დადასტურებულთან კონტაქტებია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,