19:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 17:33:03, 16570 ნახვა

ომი უკრაინაში
გამყრელიძე - ერთი თვეა, საქართველომ „რემდესივირის“ მწარმოებელ „გილეადს“ მიმართა, რათა გათვალისწინებული იყოს წამლის მოწოდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ უკვე მიმართა პრეპარატ „რემდესივირის“ მწარმოებელ კომპანია „გილეადს“, რათა გათვალისწინებული იყოს ჩვენთვის წამლის მოწოდება.

მისი თქმით, ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ გასცა დასტური, რომ ის შეიძლება იყოს გამოყენებული მძიმე შემთხვევებისთვის.

„ამ წამალს აწარმოებს ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი „გილეადი“, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს და გვეხმარება ჰეპატიტის წინააღმდეგ წარმატებულ პროგრამაში. ეს წამალი არის 2015 ში შექმნილი, ებოლას ეპიდემიის დროს, ანტივირუსული წამალია. ამ დღეებში, ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ მისცა დასტური, რომ ის შეიძლება იყოს გამოყენებული მძიმე შემთხვევებისთვის. საქართველომ უკვე ერთი თვეა, მიმართა მაღალ დონეზე „გილეადის“ ხელმძღვანელობას, რომ გათვალისწინებული იყოს საქართველოსთვის წამლის მოწოდება.

იმედია, რომ ჩვენ გვექნება. მაგრამ ეს არ ინიშნება ყველა შემთხვევაში. მას აქვს თავისი ჩვენებები და არის ამერიკის წამლის სააგენტოს რეკომენდაციები, როდესაც უნდა დაინიშნოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics