12:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 15:45:38, 13367 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - წესით, უკვე პიკში ვართ, ბოდიში თუ ვინმეს იმედი გავუცრუეთ და არ გვაქვს ათასობით შემთხვევა

წესით, უკვე პიკში ვართ, ბოდიში თუ ვინმეს იმედი გავუცრუეთ და არ გვაქვს ათასობით შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მათი ამოცანაა, პიკი რაც შეიძლება, მეტ ხანს დაიჭირონ პლატოზე.

„არის თუ არა პიკი? - მე მგონი, საკმაო ხანია, ვამბობთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველა გათვლებით უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა. კი, ახლა ჩვენ, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი რაც შეიძლება, მეტ ხანს დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს, ვთქვათ, პატარა გორაკი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics