23:32 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 11:36:32, 4546 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი თეთრიწყაროს საავადმყოფოს თანამშრომელს დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ჩატარებული 38 ტესტიდან, კორონავირუსი მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, - ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, კახა ბეროზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ ეტაპზე თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 54 პაციენტია. კვლევა ჩაუტარდა 38 პაციენტს, აქედან ერთი კორონავირუსზე დადებითია, დანარჩენები ყველა უარყოფითია. კორონავირუსზე დადებითი პაციენტი არის თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელი. გადმოყვანილია ბინიდან ცხელების ჩივილით. მდგომარეობა სტაბილურია და მსუბუქი ფორმაა. არავითარი ჩივილები არ აქვს. ახლა ხდება მისი გადაყვანის ორგანიზება. ეს ახალი პაციენტი არ არის ექიმი, საშუალო მედპერსონალია. ახლა მოხდება სინჯების აღება დაახლოებით 30 პაციენტზე“, - განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics