2020-04-20 12:04:23, 11096 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
რატიანის თქმით, ამ ცხრა პაციენტიდან შვიდი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 120 პაციენტი და აქედან 92 კოვიდ დადასტურებული დიაგნოზითაა. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 7 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტიკაციაზე. სამის მდგომარეობა არის კრიტიკული. აღნიშნულ პაციენტებთან დამძიმება მათი სომატური პათოლოგიებითაა გამოწვეული“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან