2020-04-07 20:34:37, 14015 ნახვა
ომი უკრაინაში
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია, დე ფაქტო ქვეყნის მთავარ ექიმზე, ლიუდმილა სკორიკზე დაყრდნობით წერს.
ცნობისთვის, აფხაზეთის ტერიტორიაზე, კორონავირუსის გავრცელების გამო შეზღუდვები 25 მარტს დაწესდა, 28 მარტს კი, დე ფაქტო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან