21:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 13:16:43, 5354 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - ეტაპობრივად შევძლებთ, გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც

ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ, რომ გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში განხორციელდა და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

„სახლში მკურნალობის მსგავსი პრაქტიკა უკვე არაერთმა ქვეყანამ გამოიყენა. ეს არის საკმაოდ ეფექტური პრაქტიკა. ჩვენ სატესტო რეჟიმში უკვე გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა იმასთან დაკავშირებით, რომ 112-ზე შემომავალი ზარების სრული მონიტორინგი უკვე ხორციელდება ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან და ხდება სათანადოდ საკმაოდ კვალიფიციური დიაგნოსტირება და კონსულტაციის გაწევა. ეს პრაქტიკა ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება და უკვე გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით, ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ, რომ გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც, იმის მიხედვით, თუ რამდენად გართულებულ შემთხვევებთან გვექნება საქმე. ამის სტატისტიკასაც ეტაპობრივად გავაცნობთ ჩვენს მაყურებლებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics