|
2015-04-17 14:51:37, 403 ნახვა
სამართალი
მერაბიშვილი: ამ ხელისუფლებას რამდენიმე კრუნჩხვა კიდევ ელის
კიდევ ელის რამდენიმე კრუნჩხვა ამ ხელისუფლებას, თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პროვინციელ, გაუნათლებელ, ტლუ ადამიანს ქვეყანა ეწირება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მერაბიშვილმა სპეცრაზმის ყოფილ მეთაურს, კახა ნაკანს მიმართა, რომელმაც ციხეში თვითმკვლელობა სცადა, ნუ გაახარებს „შიზოფრენიკ ივანიშვილს“. "მივმართავ ნაკანს, ნუ გაახარებს შიზოფრენიკ ივანიშვილს, რომელსაც თავის ფსიქოანალიზის წიგნში ერთი თავი აქვს დაწერილი, თუ როგორ უნდა მიიყვანოს ადამიანი თვითმკვლელობამდე. ამ თავში წერია, ნაკანი როგორ უნდა მივიდეს თვითმკვლელობამდე, ვენები როგორ უნდა გადაიჭრას. ბევრი თავი ექნება ივანიშვილს ამ წიგნში, მაგრამ არ ექნება ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას შესახებ თავი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში წარუმატებელია. ივანიშვილი დღემდე თვლიდა, რომ ადეიშვილი ყველაზე ჭკვიანი იყო, მაგრამ ეს თავი ალბათ გადახაზა. ის გამწარებულია. სირცხვილია პროკურატურისა და სახალხო დამცველის განცხადებები, ვითომ ადეიშვილი წითელი ცირკულარიდან მოიხსნა ლტოლვილის სტატუსის გამო. კიდევ ელის რამდენიმე კრუნჩხვა ამ ხელისუფლებას, თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პროვინციელ, გაუნათლებელ, ტლუ ადამიანს ქვეყანა ეწირება“, -განაცხადა მერაბიშვილმა. მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო კახა ნაკანის, თენგიზ გუნავას დაკავებაში და რიგითი თანამშრომლების მიმართ უკანონო ქმედებებში, პირადად მის მიერ დაისჯება. „გაჩერებულია ეკონომიკა და ერთ მატყუარა ცუღლუტს შეეწირა ქვეყანა. ამ პატარ-პატარა ადამიანების მიმართ საყოველთაო ამინისტია გამოცხადდება. შეიძლება ითქვას, რომ დღესვე ისინი არიან ამნისტირებულები, თუმცა ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ნაკანის დაკავებაში, თენგიზ გუნავას დაკავებაში და რიგითი თანამშრომლების მიმართ უკანონო ქმედებებში, პირობას ვდებ, რომ ყველა ეს ადამიანი პირადად ჩემ მიერ დაისჯება. ყველას პასუხს პირადად ვაგებინებ. სასამართლოში მოვდივარ მხოლოდ მეგობრების სანახავად. ხშირად იმიტომ არ მოვდივარ, რომ ისინი არ შეწუხდნენ, ამასთან, დიდი ხანია მივხვდი, რომ სასამართლოში სიმართლის ძებნა არის შეუძლებელი. დამამცირებელია ამ სასაცილო ადგილას ჩემი ახლობლების სიარული", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)