2015-01-13 18:32:49, 871 ნახვა
მსოფლიო
პარიზსა და იერუსალიმში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართა
საფრანგეთში, პარიზში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს დაემშვიდობნენ.
დაკრძალვის ცერემონია ელისეს სასახლეში გაიმართა, რომელსაც მინისტრებთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დაესწრო.
ამასთან, ტერორისტების მიერ მოკლული ოთხი მძევალი ისრაელში გადაასვენეს, მათი დაკრძალვის ცერემონია იერუსალიმში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ ტერორისტული აქტი 7 იანვარს განხორციელდა, რომლის შედეგადაც 12 ჟურნალისტი გარდაიცვალა.
ასევე ოთხი ადამიანი დაიღუპა ქაშერულ მაღაზიაში, სადაც ერთ-ერთი ტერორისტი შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან