13:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 10:53:36, 491 ნახვა

სამართალი
შპს „აუდიტორული კომპანია კონსტალინგ ჯორჯიას“ დირექტორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ფაქტზე შპს ,,აუდიტორული კომპანია კონსალტინგ ჯორჯიას’’ დირექტორი სიმონ ჭელიძე და მოქალაქე რობიზონ ონიანი დააკავა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ერთერთი მეწარმე სუბიექტი მოტყუებით დაარწმუნეს იმაში, რომ პირადი კავშირების გამოყენების გზით, კერძოდ თითქოსდა ახლო მეგობრების მეშვეობით, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იკავებდნენ სხვადასხვა წამყვან თანამდებობებს, დაეხმარებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების 2 435 159 ლარის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, 200 000 ლარამდე შემცირებაში, რის სანაცვლოდაც მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს 100 000 ლარი.

აღნიშნულ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics