2016-09-16 11:13:21, 673 ნახვა
რეგიონი
ოზურგეთში 640 ჰექტარ სასოფლო-სამურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 640 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.
სარეაბილიტაციო პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის 4,5 კმ სამელიორაციო არხი აღდგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლის ღირებულებაც 543 000 ლარია, მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
აღდგენილი სამელიორაციო სერვისით მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან