2016 წელი არის დიდი კომპოზიტორის სერგეი პროკოფიევის დაბადებიდან 125 წლისთავი, ამ თარიღს მთელ მსოფლიოში არაერთი ღონისძიება ეძღვნება. 

" />
13:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 12:09:14, 3877 ნახვა

კულტურა
მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია სპექტაკლს “კონკია” წარმოადგენს

2016 წელი არის დიდი კომპოზიტორის სერგეი პროკოფიევის დაბადებიდან 125 წლისთავი, ამ თარიღს მთელ მსოფლიოში არაერთი ღონისძიება ეძღვნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია წარმოადგენს სპექტაკლს “კონკია”, რომელიც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიების ცენტრის ხელშეწყობით გაიმართება კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში 26 ივნისს 14:00, 16:00, 18:00 და 20:00 საათზე.

მათივე ცნობით, სპექტაკლში მონაწილეობენ მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის "ვერის უბნის ტანც კლასი"-ს მოსწავლეები. სპექტაკლის ქორეოგრაფი მაკა მახარაძე, კოსტუმების მხატვარი ანა კალატოზიშვილი. დადგმაში მონაწილეობს მოწვეული მსახიობი თამარ მაყაშვილი.

პროექტის მიზანია საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია. რათა სპექტაკლი ნახონ არა მარტო მათ, ვისაც ბალეტი უყვარს, არამედ ბავშვებმაც, რომლებსაც არა აქვთ საშუალება იარონ საბალეტო წარმოდგენებზე. ამის პრაქტიკა სტუდიის მესვეურთ წლების მანძილზე დაუგროვდათ, რითაც ცდილობენ შეაყვარონ მომავალ თაობას თეატრი და ზოგადად ხელოვნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics