17:37 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 13:09:46, 697 ნახვა

რეგიონი
ნუგზარ სურმანიძე გაეროს ასამბლეის პროექტის მონაწილეებს შეხვდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე გაეროს მოდელირებული ახალგაზრდული ასამბლეის 30 მონაწილეს შეხვდა.

მინისტრმა დელეგატებს რეგიონის ჯანდაცვის სისტემა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო, ასევე უპასუხა მათ შეკითხვებს.

„ბავშვებს ჰქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები. ჩანდა, რომ კარგი განათლება აქვთ მიღებული, ისინი ფლობდნენ გარკვეულ ინფორმაციას ჯანდაცვის სფეროზე. ახალგაზრდა თაობა ფიქრობს არა მარტო არსებულზე, არამედ მომავალზე, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფორუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 8-10 მაისის ჩათვლით ტარდება და მასში 400-მდე დელეგატი მონაწილეობს. ასამბლეის მიზანი ახალგაზრდების როლის გაზრდა გლობალური მიზნების განხორციელებაში და იმ ძირითად 17 გამოწვევაზე მსჯელობაა, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო: განათლება, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა.

მონაწილე დელეგატები 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე გამართულ სესიებში, კინოჩვენებებსა და დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.

გაეროს მოდელირებული ასამბლეა საქართველოში მეორედ, ბათუმში კი პირველად არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულების განმტკიცებისათვის'' და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმართველობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics