2016-03-22 16:28:51, 1059 ნახვა
მსოფლიო
ბელგიაში პოლიციამ ციხის შესასვლელთან საეჭვო პაკეტი აღმოაჩინა
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ აეროპორტში ერთ-ერთი ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება, ამ დროისთვის დაცვა გაძლიერებულია ბრიუგეს ციხესთან, სადაც პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, სალაჰ აბდესლამია მოთავსებული.
ცნობისთვის, პოლიციამ საპატიმროს შესასვლელთან საეჭვო პაკეტი აღმოაჩინა, რომელსაც ამ დროისთვის სპეციალისტები სწავლობენ.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან