23:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-01 16:34:49, 3385 ნახვა

სპორტი
2 ქართველ ძიუდოისტი ​კოვიდრპროტოკოლის დარღვევის გამო ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს

2 ქართველ ძიუდოისტს, ვაჟა მარგველაშვილს და ლაშა შავდათუაშვილს ​კოვიდრპროტოკოლის დარღვევის გამო ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს. 

ოლიმპიური კომიტეტის სპიკერის განცხადებით, წესების მიხედვით, ათლეტებს საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეეძლოთ და შეზღუდულ არეალზე შეეძლოთ. 

სპორტსმენებს ეკრძალებათ ქალაქში სეირნობა და ტურისტული ადგილების, მაღაზიების, რესტორნების თუ სავარჯიშო დარბაზების მონახულება. მათ არ უნდა იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დარღვევა აკრედიტაციის შეწყვეტას, ჯარიმებს და დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. 

თუმცა, ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმები ეცვათ, ტოკიოში, ტოკიო თაუერთან მრავალ ადამიანთან ერთად ფოტოები გადაიღეს. 

ოლიმპიური კომიტეტის სპიკერის განცხადებით, ეს ქმედება წესების სასტიკი დარღვევაა. 

ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა ვერცხლის მედლებით დაასრულეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics