13:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 10:01:17, 918 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო რუსეთს სანქციებს დაუწესებს

„პეტრო პოროშენკო მარიუპოლის სარაკეტო იერიშების შემდეგ  რუსეთს სანქციებს დაუწესებს“,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

პოროშენკოს თქმით, უკრაინა მტკიცედ იცავს მინსკის შეთანხმებას.

„უკრაინა მხარს უჭერს საკითხის მშვიდობიანად გადაჭრას და მტკიცედ იცავს მინსკის შეთანხმებას, ჩვენი პრიორიტეტია მინსკის შეთანხმება   და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა,ასევე უკრაინელი ტყვეების  გათავისუფლება,რუსეთთან საზღვრის დახურვა  და უცხო ქვეყნების ჯარების ჩვენი ტერიტორიიდან გაყვანა“,-განაცახდა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში საბრძოლო შეტაკებას 30 ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა.

ეუთოს მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ქალაქზე შეტევა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics