2019-10-07 18:28:35, 10418 ნახვა
Lifestyle
ცნობილმა ამერიკელმა დიპლომატმა ქართველ ჟურნალისტზე ჯვარი დაიწერა
აშშ-ს ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრიანაში კურტ ვოლკერმა ქართველ ჟურნალისტზე - ია მეურნიშვილზე ჯვარი დაიწერა.
ქორწინება აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, ეკლესიაში შედგა.
„ჩვენ წარმოუდგენლად ბედნიერები ვართ რომ ერთმანეთი ვიპოვეთ და ასე გაგვიმართლა, რომ ერთმანეთს სიყვარულსა და ბედნიერებას გავუზიარებთ, მანამ სანამ ჩვენ სიკვდილი არ დაგვაშორებს! ეს იყო საოცარი საღამო, აღსავსე სიყვარულითა და სავსე მხარდაჭერით ჩვენი ძვირფასი მეგობრებისგან კურტის მშობლიური ქალაქიდან, შტატი კალიფორნიიდან და ჩემი მშობლიური საქართველოდან, ასევე მთელი ამერიკიდან და კანადიდან.“ - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ია მეურნიშვილი.
მოამზადა ლიკა ბესელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,