13:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 16:00:47, 743 ნახვა

სხვადასხვა
გიორგი მარგველაშვილმა ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავში, ქობულეთში ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული სამი ბავშვის, რეზო დემეტრაშვილის, თორნიკე ხვიჩიას და დათო ზაქარაიძის ხსოვნას პატივი მიაგო.

სამოქალაქო პანაშვიდზე,  ქვეყნის პირველმა პირმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„შეუძლებელია დღეს ანუგეშო ამ საშინელი ტრაგედიის ჭირისუფალნი, შეიძლება გაიზიარო მათი უზარმაზარი ტკივილი. მე მათ მთელი ქართველი საზოგადოების სახელით ვუსამძიმრებ. ეს დიდი დანაკლისია, რომელსაც ვერაფერი გადაფარავს. ჩვენ ყველა თანამოზიარე ვართ ამ დიდი ტრაგედიის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სამოქალაქო პანაშვიდს ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან, მრჩეველებთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics