2015-05-12 15:26:55, 1020 ნახვა
მსოფლიო
ნეპალში განმეორებითი მიწისძვრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 846 კი, დაშავდა
ბოლო მონაცემებით, ნეპალში განმეორებითი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 846 კი, დაშავდა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები აღმოსავლეთ ნეპალში, ქალაქ ნამჩე ბაზართან დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრის ეპიცენტრი ევერესტთან ახლოს იყო. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთის დედაქალაქ დელიშიც.
შეგახსენებთ, ნეპალში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 25 აპრილს მოხდა, რასაც 8 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 18 000-მდე ადამიანი კი დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან