17:00 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 10:29:18, 546 ნახვა

სამართალი
შპს "ტონი და კომპანიას“ დირექტორი 1 181 001.31 ლარის მითვისების ფაქტზე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 1 181 001.31  ლარის მითვისების ფაქტზე შპს ,,ტონი და კომპანიას“  დირექტორი, დიმიტრი ფერაძე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2013 წლის 22 მარტს ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ და ავანსის სახით კომპანიას ჩაერიცხა 1 289 972 ლარი. ბრალდებულმა, ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და არამიზნობრივად გაფლანგა 1 181 000 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიაყენა ქ.ბათუმის მერიას და სადაზღვეო კომპანია „უნისონს“.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 7-დან  11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics