2015-03-04 17:31:08, 675 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძე: გაზი კომერციული სექტორისთვის არ გაძვირებულა
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გაზი კომერციული სექტორისთვის ჯერ არ გაძვირებულა და ტარიფის შენარჩუნებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეს არის კომპანიის გადაწყვეტილება. კომპანია, როგორც ვიცი აწარმოებს კონსულტაციებს კომერციული გაზის ტარიფის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. ძალიან ბევრი მანიპულაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გაზის ფასის გაძვირება აზერბაიჯანის მხრიდან ხდებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან