|
2026-03-02 11:29:46, 1809 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერია - კალაძე აბუ დაბიში იმყოფებოდა და ჯერ გამოფრენას ვერ ახერხებს
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბუ დაბიში იმყოფებოდა და ჯერ გამოფრენას ვერ ახერხებს. „თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში. დაბადების დღის აღსანიშნად წასული კახა კალაძე ცოლთან და თანმხლებ პირებთან ერთად, დუბაიში "ჩარჩა", რადგან აშშ-ისრაელის თავდასხმაზე ირანის საპასუხო იერიშების გამო, ავიარეისები გაუქმდა. - ამის შესახებ, ინფორმაციას გამოცემა "ტაბულა" ავრცელებს. კალაძესთან და მის ცოლთან, ანუკი არეშიძესთან ერთად დუბაიში იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. ასევე, ფეხბურთელი კობა ამისულაშვილი და მისი ცოლი - ნინი ზარქუა. აღსანიშნავია, რომ ზარქუამ Instagram-ის სთორიზე მხოლოდ ამისულაშვილის ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)