12:16 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-18 10:43:15, 1016 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტი ელისო კილაძე ებრაელი ბიზნესმენის ბენ ანორს ჩივილის საფუძველზე დააკავეს - ადვოკატი

ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს. ჟურნალისტი სავარაუდოდ, ადვოკატ, ზურაბ თოდუას სარჩელის საფუძველზე აიყვანეს, თოდუა ინფორმაციას „ფორმულას“ უდასტურებს.

 „13 იანვარს მაქვს შეტანილი საჩივარი ელისო კილაძის წინააღმდეგ, რომლითაც ვითხოვდი მის პასუხისგებაში მიცემას იმ საქმეზე, რომელზეც ბენ ანორს ქონება წაართვა სამმა საქართველოს მოქალაქემ, ელისო კილაძეც მონაწილეობდა იმ ჯგუფში და რაღაც მანქანებით მან მოახერხა ისე, რომ პასუხისმგებლობის გარეშე დარჩა. ჩემს მიერ მოპოვებული მტკიცებულებაც ზუსტად ამის საფუძველს იძლეოდა, რამე თუ ის ამ ფარულ ჩანაწერში დაგეგმვაში მონაწილეობდა, როგორ წაერთვათ ისრაელის ბიზნესმენისთვის ქონება. ასევე ამ ჩანაწერშია საკმაოდ საინტერესო მინიშნება იმის შესახებ, რომ ეს ქალბატონი საკმაოდ მყარად იყო დაკავშირებული საქართველოში მოქმედ ქოლ-ცენტრების თემებთამ...

დამატებით, გუშინ შევიტანე გენერალურ პროკურატურაში განცხადება, რომ გაეკეთებინათ რეაგირება ჩემს მიერ მიწოდებულ ფარულ ჩანაწერებზე, დიდი ალბათობით, ეს მოხდა — ამბობს ზურაბ თოდუა „ფორმულასთან“

აღსანიშნავია, რომ დღეს, 18 თეერვალს, 11:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატრაში ბრიფინგი ჩაინიშნა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics