01:33 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 10:44:56, 468 ნახვა

საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელად თემურ ბარკალაია დაინიშნა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების  სამსახურის  ხელმძღვანელად თემურ ბარკალაია დაინიშნა. 

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.  

ნარმანიას თქმით,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში ანაზღაურება გაიზარდა და ახალი ავტომანქანები დაემატა. 

ამასთან, მერმა თემურ ბარკალაიას მეტი ოპერატიულობისკენ  მოუწოდა. 

„მნიშვნელოვანია ის, რომ სისტემის მთლიანი დეტალური შესწავლა მოვახდინოთ, სად არის ჩავარდნები, რაც  სასწრაფო დახმარების მანქანების დაგვიანებას იწვევს. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. აქ ერთადერთი ობიექტური მიზეზი დღის საათებში საცობია“, – აღნიშნა ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics