13:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-10 13:54:45, 943 ნახვა

ომი უკრაინაში
ფრიდრიხ მერცი - გერმანია გააძლიერებს რუსეთის ომის მანქანაზე ზეწოლას

გერმანია გააძლიერებს რუსეთის ომის მანქანაზე ზეწოლას, თუ კრემლი მდგრად ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.

მერცის თქმით, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი კიევში ერთად დგანან უკრაინის მხარდასაჭერად.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნას სამშვიდობო შეთანხმების შესახებ. რუსეთს მოვუწოდებთ, არ შეუშალოს ხელი მდგრადი მშვიდობის მიღწევის მცდელობებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოვუწოდებთ რუსეთს, დათანხმდეს სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენთვის ნათელია, სისხლისღვრა უნდა დასრულდეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო თავდასხმითი ომი და უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება განვითარდეს, როგორც სუვერენული ერი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მომავალი თაობებისთვისაც“, – წერს მერცი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics