22:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 09:24:55, 880 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები და საწყობები.

„დარტყმამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.

მოგვიანებით, ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და საწყობები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics