15:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 13:10:56, 876 ნახვა

ომი უკრაინაში
„მსურველთა კოალიციის“ თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში უკრაინის საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს ე.წ. „მსურველთა კოალიციაში“ შემავალი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრის დროს დაგეგმილია უკრაინაში სხვადახვა ქვეყნების სამშვიდობო ძალების შეყვანასთან დაკავშირებული ოპერატიული გეგმების განხილვა.

შეხვედრას, სავარაუდოდ, დაახლოებით 30 თავდაცვის მინისტრი დაესწრება, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრები, ჯონ ჰილი და სებასტიან ლეკორნიუ უხელმძღვანელებენ.

გამოცემა წერს, რომ ჯონ ჰილი შეხვედრის დროს დაჟინებით მოითხოვს უკრაინის მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში ჩაყენებას მისი სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავების მიზნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics