2024-06-21 15:04:59, 451 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაო დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაო დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მოედნის მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა სოფლის ახალგაზრდების მომართვიანობის შედეგად დაიგეგმა.
მიმდინარე წელს მოედნები მუნიციპალიტეტის კიდევ 6 სოფელში - ახალქალაქში, კავთისხევში, მიქელწყაროში, სადგურ მეტეხის დასახლებაში, საქადაგიანოსა და ხვითში მოეწყობა“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),