12:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-07 12:12:24, 1403 ნახვა

სამხედრო
ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების ტრენინგი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების აღმოჩენის წესები შეისწავლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სპეციალური ტრენინგი, კანადელ ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელობით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის ცენტრის სამხედრო-სამედიცინო სკოლაში ჩატარდა.

"პირველ ეტაპზე, კანადელი სამხედროების ხელმძღვანელობით საქართველოს თავდაცვის ძალების თორმეტმა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო-სამედიცინო ინსტრუქტორის კურსი გაიარა. შემდეგ კი, მათ, კანადელ კოლეგებთან ერთად, საბრძოლო მაშველის კურსზე 72 სამხედრო მოსამსახურე მოამზადეს. 

თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა შეისწავლეს ბრძოლის ველზე დაშავებულის დახმარების აღმოჩენის წესები: ტაქტიკური საველე დახმარება, სამედიცინო ევაკუაციის მოთხოვნა, მოტეხილობების მართვა, სისხლდენის კონტროლი და სხვა. 

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ავთანდილ აბაშიძემ და კანადის სამხედრო ატაშემ საქართველოში, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში, პოლკოვნიკმა ფილიპ სუვემ გადასცეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics