12:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-17 11:22:49, 1908 ნახვა

სამხედრო
სამთო მომზადების სკოლამ 18 წლის იუბილე აღნიშნა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა დაარსებიდან 18 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას, მათ სკოლის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე სკოლის ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადეს. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

"საიუბილეო ღონისძიებაზე „სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამის“ დასრულებაც აღინიშნა. კურსი სამი კვირის განმავლობაში დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა.

სამთო მომზადების სკოლაში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics