18:32 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-02 11:32:38, 1732 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა

ახალი, 2023 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფს მიმართეს, სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics