12:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-26 10:51:35, 1914 ნახვა

სხვადასხვა
მოსკოვის საპატრიარქოს ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიაში არქიმანდრიტის საწოლში 17 წლის ბიჭი იპოვეს

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიაში ჩხრეკისას, რომელიც გუშინ ჩატარდა, ეპარქიის მდივნის, არქიმანდრიტ ნიკიტას (სტოროჟუკი) საწოლში, არქიმანდრიტთან ერთად 17 წლის ბიჭი იპოვეს. იტყობინება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროები.

ამის შესახებ, ინფორმაცია პირველმა გამოცემა LB.ua გაავრცელა, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოც გამოაქვეყნა. BBC News-ის უკრაინის წყარომ უკრაინის უშიშროების სამსახურში დაადასტურა ეს ფაქტი, მათ შორის ახალგაზრდა მამაკაცის ასაკი, მაგრამ დამატებითი დეტალები არ გაამღღავნა.

უკრაინული ტელეგრამარხები იუწყებიან, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიაში, არასრულწლოვნების სექსუალური ექსპულატაცია ხშირი შემთხვევაა, წარსულში არაერთხელ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა მოსკოვის საპატრიარქოს ჩარევის შედეგად ეს საქმეები შეწყვეტილა.

თავად არქიმანდრიტმა ნიკიტამ მოგვიანებით გამოაქვეყნა ვიდეო მესიჯი ეპარქიის ტელეგრამის არხზე, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ უკრაინის უშიშროების ბიუროს ოპერატიულებმა თავად გაიხადეს ტანსაცმელი და გადაიღეს ყველა, ვინც ჩხრეკის დროს იმყოფებოდა კონსისტორიაში (ეპარქიის ადმინისტრაციაში).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics