|
2022-11-14 14:58:00, 1701 ნახვა
სამხედრო
ბურჭულაძე - უახლოეს მომავალში უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო წარმოებას დავიწყებთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ უახლოეს მომავალში უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ვერსიას მოამზადებს, რომლის მასობრივი წარმოება მომავალი წლიდან დაიწყება. აღნიშნულის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბიზნესში“ ისაუბრა. „უკვე მოვახდენთ საავანსო ანგარიშსწორებას და დავიწყებთ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო წარმოებას, რაც შეეხება მასობრივ წარმოებას, მომავალი წლიდან დაიწყება“, - აღნიშნა მან. ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, „დელტა-ვებე“ დააფუძნეს ტექნოლოგიის სპეციალისტებმა, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებზე არიან ორიენტირებულნი. მან აღნიშნა, რომ ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმო გეგმის მიხედვით ვითარდება. უპილოტო საფრენი აპარატების ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებე“ შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონურ კომპანიას - „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)