21:02 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-22 23:44:18, 2823 ნახვა

სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნლოვანი ორთაბრძოლა მოიგო და ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი ჟოზე ალდო დაამარცხა.

ქართველისა და ბრაზილიელის დაპირისპირება სამი რაუნდის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ, მერაბ დვალიშვილმა ურთულესი მეტოქე ქულებით დაამარცხა.

ორთაბრძოლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში მერაბმა მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:„მე ლეგენდასთან ვიჩხუბე, რომელიც შესანიშნავი ადამიანია. მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ, საოცრად თავმდაბალია და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“.

ამგვარად, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა, განახლებულ რეიტინგში მოწინავე პოზიციებს დაიკავებს და ტიტულისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდება .

ქართველმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარ დივიზიონში ნებისმიერ მეტოქეს შეხვდეს, საკუთარი მეგობრის, ალჯემაინ სტერლინგის გარდა: „ჩვენ ძმები ვართ და ერთმანეთთან არ ვიჩხუბებთ!“





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics